ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მძევლების გასათავისუფლებლად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის, თუმცა ომის დასრულებას არ დათანხმდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არ დათანხმდება ომის დასრულებას, რაც „ჰამასის“ მთავარი მოთხოვნაა. ნეთანიაჰუს თქმით, ლიბანთან ზავისა და „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილის შემდეგ პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა „ჰამასთან“ მძევლების გაცვლის შეთანხმებისთვის. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ლიბანთან ზავს დათანხმდა, რადგან მხარეებმა საერთო პოზიციის მიღწევა შეძლეს.