ხუთწლიანი რესტავრაციის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი პირველად გაიხსნა. რესტავრირებული ტაძრის გახსნას დაესწრო საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მან მიმართა ყველა იმ პირს, ვინც ტაძრის აღდგენაში მიიღო მონაწილეობა. ტაძრის საზეიმო გახსნა 7 დეკემბერს გაიმართება. ამის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ჩვეულებისამებრ დაიწყებს ტურისტებისა და მრევლის მიღებას. 2019 წლის 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს დაახლოებით 14 საათის განმავლობაში აქრობდნენ.