დედაქალაქის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს ცოტახნის წინ ქვეყნის პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე მომხდარზე მთავარ პასუხისმგებლობას ევროპელ პოლიტიკოსებსა და 4 ბარიერგადალახულ ოპოზიციას აკისრებს. მთავრობის მეთაური ფიქრობს, რომ გუშინდელ აქციას პოლიტიკურ პროცესებთან საერთო არაფერი ჰქონდა და მოვლენები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მაკკეინის ინსტუტუტის ანგარიშის მიხედვით განვითარდა. პრემიერის კრიტიკის ადრესატი იყო საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი. ირაკლი კობახიძე ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს უსაფუძვლო და ძალადობრივი პროტესტის წახალისება შეწყვიტონ. ცარო კირვალიძე განაგრძობს თემაზე საუბარს.