„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას საქართველოს იუსტიციის სახლის 500-ზე მეტი თანამშრომელი გაემიჯნა. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება სცდება პოლიტიკური გემოვნების საკითხს და ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზანს. განცხადების ხელმომწერი პირები მიიჩნევენ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ერთადერთი გზა. ქართული ოცნების გადაწყვეტილებას 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების საკითხი სხვა საჯარო უწყების თანამშრომლებიც ემიჯებიან. მათ შორის არიან განათლების, თავდაცვის, იუსიტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნაწილი.