კონგრესმენი, ჯო უილსონი, საქართველოში პროევროპული დემონსტრაციების პარალელურად, აცხადებს, რომ აუცილებელია, აშშ-მა სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას. კონგრესმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-მა აუცილებლად უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთის არალეგიტიმურ მარიონეტებს, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან და მათ სუვერენიტეტს ართმევენ. მათ შორის არიან ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას. ჯო უილსონი დონალდ ტრამპის თანაპარტიელი, რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა - ის „მეგობარი აქტის“ ერთ-ერთი თანაავტორია. რამდენიმე დღის წინ უილსონმა განაცხადა, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად, რათა „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.