სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ დიპლომატებს, რომლებიც მყარად დგანან თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, - ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს დიპლომატებს, რომლებიც მყარად დგანან თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია, რაც მისი ხალხის მისწრაფებებს ასახავს. ერთად, ჩვენ ვიცავთ დემოკრატიისა და ერთიანობის ღირებულებებს. ერთად საქართველოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.