ხმაური საზოგადოებრივ მაუწყებელთან. შეკრებილი მოქალაქეები გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურებადა სათანადოდ არ აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გადადგომის პარალელურად, აქციის მონაწილეები ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერის დათმობას.