ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო მოქალაქეები რამდენიმე დღეა რაც რუსთაველის გამზირზე ათენებენ. 29 და 30 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს 100ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ძალოვნებმა დემონსტანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წიწაკის პრესი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. სამარცხვინო ღალატი, კონსტიტუციური გადატრიალება, სისხლიანი ავტორიტარიზმი - ასე აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და სპეცდანიშნულების რაზმის მიერ იმ მოქალაქეეების დარბევას , რომელებიც ქუჩაში ქართული ოცნების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ ევროპულ კურსს საბოლოოდ გადაუხვია. მოქალაქეები დემონსტანტების წინააღმდეგ სამართალდამცეველების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. დემონსტანტები მოუწოდებენ ყველას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია დაუნდობელი სპეცოპერაციების მიმართ. ოპოზიცია იზოლაციისა და უმძიმესი კრიზისის საფრთხეს ხედავს და მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების კონკურენტი ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს და ხელისუფლების ქმედებებს ერთიანობა დაუპირისპიროს.