საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 2024 წელს მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 16 საქმეზე დაიწყო.