ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება. თვეზე მეტია უცვლელია მოქალაქეების შეკრების დრო, საბოლოო დანიშნულების ადგილი და მოთხოვნები. დემონსტრანტები საკუთარ პროტესტს სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ლოკაციებზე გამოხატავენ და მსვლელობით საქართველოს პარლამენტთან ინაცვლებენ. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების ჩანიშვნისა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის წინ 19 საათზე დღესაც შეიკრიბებიან. დემონსტრანტები საქართველოს პროევროპულ კურსზე დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობენ.