ინაუგურაციიდან მეორე დღეს მიხეილ ყაველაშვილმა პირველი საჯარო განცხადება გააკეთა. ელჩების კონფერენციაზე ის სიტყვით გამოვიდა, სადაც დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე გაამახვუილა ყურადღება. ამასთან, ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ 28 კანონს ხელი მოაწერა. მათ შორის არის "შეკრებისა და მანიფესტაციების შეხახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დემონსტანტებს აქციების დროს ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვა, ასევე ლაზერული მოწყობილობებისა და პიროტექნიკის გამოყენება ეკრძალებათ. პოლიტიკურ სპექტრში ასევე ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა 29 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში ჩატარებული ინაუგურაცია, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.