„ქართული ოცნება“ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას ურჩევს. ბიძინა ივანიშვილის გუნდი ფიქრობს რომ რიგი დასავლური ქვეყნები საქართველოს მიმართ ორმაგ სტანდარტს ავლენენ, რაც მათივე თქმით სამწუხარო ფაქტია. ქართული ოცნების ლიდერების კრიტიკული გამოუხმაურება დასავლელ პარტნიორების იმ გზავნილებს მოჰყვა, სადაც ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ინდივიდუალური სანქციების გამოყენების საჭიროებაზე საუბრობენ. როგორ წარმოუდგენია „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან ურთიერთობის გამოსწორება და არსებობს თუ არა ამის რესურსი.