„ავერსის კლინიკაში“ აცხადებენ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“, 30 დეკემბერს, შუადღეს, კლინიკაში კვლევებზე იმყოფებოდა.
როგორც კლინიკაში „ინტერპერსნიუსს” განუცხადეს, ზვიად ხარაზიშვილმა კლინიკა უკვე დატოვა.
„კვლევაზე იყო მოსული. ჩვეულებრივ ჩაიტარა კვლევა და დატოვა კლინიკა. შუადღეს იყო მოსული“, - აცხადებენ ავერსის კლინიკაში.
ინფორმაციისთვის, მედიაში გაავრცელდა ინფორმაცია, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი ჰოსპიტალიზებულია.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ზვიად ხარაზიშვილს მხრის არეში მრავლობითი „დაზიანებები აქვს მიყენებული, რაც მხოლოდ მექანიკური ზემოქმედებით არის გამოწვეული“.