უკვე 1 თვეზე მეტია, ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება. უცვლელია მოქალაქეების შეკრების დრო, დანიშნულების ადგილი და მოთხოვნები. დემონსტრანტები საკუთარ პროტესტს სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ლოკაციებზე გამოხატავენ და მსვლელობით საქართველოს პარლამენტთან ინაცვლებენ. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების ჩანიშვნისა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის წინ ამ წუთებშიც იკრიბებიან. დემონსტრანტები საქართველოს პროევროპულ კურსზე დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობენ.