შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. თადუმაძეს ლიეტუვამ სავიზო სანქციები 5 დეკემბერს დაუწესა. ოპოზიციის აზრით, ეს ფაქტი მკაფიო დადასტურებაა, რომ სანქცირებულ მაღალჩინოსნებს ივანიშვილი ისევ სისტემაში ტოვებს. მათივე განცხადებით, მაღალია ალბათობა იმისა, რომ უახლოეს პერიოდში დასავლეთის მხრიდან სანქცირებული პირების რაოდენობა გაიზრდება. სანქციების დაანონსების მიუხედავად, ქართული ოცნება ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის იმედს გამოთქვამს.