საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 2024 წელს მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით 200 მეტი ჟურნალისტის მისამართით ფიზიკური და სიტყვიერი ანგარიშსწორება განხორციელდა. სპეციალური საგამოძიებო უწყების ინფოერმაციით, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 16 საქმეზე დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ისინი კაციტაძის უწყებისგან კონკრეტულ ინფორმაციას ითხოვდნენ თუმცა ზედაპირული ინფორმაცა მიიღეს.