თბილისში საჯარო მოხელეთა მხარდაჭერის ახალი ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა. ყოფილი საჯარო მოხელეები აზრის თავისუფლების ფონდს აფუძნებენ, რომლის მიზანია იმ საჯარო მოხელეების მხარდაჭერა, რომლებიც კრიტიკული პოზიციის გამო შევიწროების ქვეშ აღმოჩნდნენ. ფონდის წევრები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ყოფილი საჯარო მოხელეები არიან. ამასთან ერთად, ფონდი თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლებთან, იურიდიულ კომპანიებთან, ტრენინგ ცენტრებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ითანამშრომლებს.