აშშ-ისგან დასანქცირებული ბიძინა ივანიშვილი ამერიკული მხარისგან მორიგ გაფრთხილებას იღებს - კონკრესმენი ჯო უილსონი საკუთარ განცხადებაში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს კრიმინალად მოიხსენიებს და წერს, რომ ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ქვეყნის ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების, (ივანიშვილისა და სხვების) ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან. „კორუმპირებული ბავშვები და ნათესავები ვერ შეძლებენ ჩვენს დიდებულ ქვეყანაში სიამოვნებით იცხოვრონ, როცა მათი თაღლითი მამები და ბიძები თაღლითობენ, კლავენ და იპარავენ. ჩვენ პირველ ადგილზე ამერიკა უნდა დავაყენოთ“, - წერს ჯო უილსონი იქსის პირად გვერდზე. თავად საქართველოში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოყენებულ სანქცირების მექანიზმებს პოლიტიკური მხარეები სხვადასხვაგვარად აფასებენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არის დასავლეთის მკაცრი გაფრთხილება ქართული ოცნების მისამართით, რათა მმართველმა გუნდმა ქვეყანაში ხელახალი არჩევნები დანიშნოს. მათ შორის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უმრავლესობის ლიდერების ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდესს.