ვიდრე ამერიკიელი პარტნიორების მხრიდან ქართველი ხალხის მისამართით მკაფიო მხარდამჭერი განცხადებები ჟღერდება, სალომე ზურაბიშვილი დასავლელ ლიდერებს მადლობას უხდის და საკუთარ მიზნებზე კიდევ ერთხელ საუბრობს. საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მიაღწევენ. პარალელურად, გრძელდება კონსულტაციები სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას შორის. ქართული ოცნების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში სალომე ზურაბიშვილს მნიშვნელოვანი როლი აქვს. ქართულ ოცნება კი ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშილს ასახელებს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშილის როგორც პოლიტიკური ფიგურის მიმართს ინტერესი საზოგადოებაში იკლებს.