ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა ჰაკერებმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებში შეაღწიეს და დოკუმენტები მოიპარეს, - საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარშია წერილში, რომელიც სახაზინო დეპარტამენტმა კანონმდებლებს გაუგზავნა. წერილში აღნიშნულია, რომ ჰაკერებმა მესამე მხარის კიბერუსაფრთხოების სერვისის პროვაიდერის მონაცემები გატეხეს და არასაიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა შეძლეს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, 8 დეკემბერს პროვაიდერისგან გაფრთხილება მიიღო და რომ ის, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოსთან და გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთად, აღნიშნულია ჰაკერული თავდასხმის შესაფასებლად მუშაობს. ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერმა ჰაკერულ თავდასხმაზე ყოველგვარი პასუხისმგებლობა უარყო და განაცხადა, რომ პეკინი „მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-ის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე გაჟღერებულ ცილისმწამებლურ განცხადებებს“.