მას შემდეგ რაც სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა - საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი ახლა ქვეყნის შიგნით და გარეთ მასშტაბური შეხვედრებისთვის ემზადება. „საჭიროა ვებრძოლოთ რეპრესიულ სისტემას“ - ასეთია სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი, რის გარშემოც ის მოქალაქეებსა და ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მმართველი გუნდის ოპონენტები ზურაბიშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და დარწმუნებულები არიან რომ საერთაშორისო ასპარეზზე, ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნების პროცესში ის ქვეყნისათვის მნიშვნელოვან როლს შეასულებს. კვლავ კრიტიკა ისმის ქართული ოცნების მხრიდსან. მმართველი გუნდი კვლავ იმეორებს, რომ სალომე ზურაბიშვილი რადიკალური დაჯგუფების ლიდერია.