4. მიხეილ ყაველაშილის ინაუგურაციიდან მალევე, მისი ხელმოწერით ქვეყანაში რამდენიმე კანონი ამოქმედდა. "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" 2024 წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნდა რიგი კანონებისა, რომლებიც პარლამენტმა 13 დეკემბერს მიიღო და რომლებსაც ადამიანის უფლებათა დამცველები უწოდებენ „რეპრესიულს“, „შემზღუდავს“, „სადამსჯელოსა“ და „არადემოკრატიულს“. მიხეილ ყაველაშილის მიერ ხელმოწერილ კანონებს შორისაა, ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელი აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის აკრძალვას და სხვა ნორმების შეზღუდვას ითავლისწინებს, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში პიროტექნიკის ნაწარმის შენახვა-გამოყენების შესახებ; ასევე შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილება - სახის დაფარვის და პიროტექნიკის სროლის შესახებ. ქართული ოცნების ოპონენტები კვლავ იმეორებენ, რომ მიხეილ ყაველაშილი არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტია. მათი შეფასებით, დღეიდან ამოქმედებული ახალი კანონებით, ქართული ოცნება ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების შეზღუდვის სახიფათო წინაპირობას ქმნის.