2024 წლის ჯანდაცვის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე - დღეს სპეციალურ ბრიფინგზე უწყების მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, 2024 წელი ჯანდაცვის სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, და წლის განმავლობაში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, დაგეგმილია პროგრამების გაფართოება, კლინიკური ინფრასტრუქტურის განვითარება და იმ ახალი ინიციატივების განხორციელება, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.