აშშ-ისგან დასანქცირებული ბიძინა ივანიშვილი ამერიკული მხარისგან მორიგ გაფრთხილებას იღებს - კონკრესმენი ჯო უილსონი საკუთარ განცხადებაში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს კრიმინალად მოიხსენიებს და წერს, რომ ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ქვეყნის ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების, (ივანიშვილისა და სხვების) ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან. თავად საქართველოში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოყენებულ სანქცირების მექანიზმებს პოლიტიკური მხარეები სხვადასხვაგვარად აფასებენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არის დასავლეთის მკაცრი გაფრთხილება ქართული ოცნების მისამართით, რათა მმართველმა გუნდმა ქვეყანაში ხელახალი არჩევნები დანიშნოს. მათ შორის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უმრავლესობის ლიდერების ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდესს.