სანქციების პოლიტიკა საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ - უსამართლო და ორმაგი სტანდარტის გამოხატულება თუ მკაფიო გამაფრთიხლებელი გზავნილი ქართულ ოცნებას ქვეყანაში ხელახალი არჩევნები დანიშნოს - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებამ ქვეყნის შიგნით მოსაზრებები გაყო. ოპოზიციის შეფასებით, ამერიკულმა მხარემ შეზღუდვების მნიშვნელოვანი მექანიზმი გამოიყენა, თუმცა არა ყველაზე მკაცრი ზომა, შესაბამისად, მმართველ პარტიას რჩება სივრცე დათმობებზე წავიდეს, დააკმაყოფილოს რუსთაველის გამზირზე პროტესტის ნიშნად გამოსული მოქალაქეების მოთხოვნები და ხელახალი არჩევნები დანიშნოს. ქართულ ოცნებაში კი კვლავ იმეორებენ, რომ ქვეყნის ევროპული კურსისთვის არ უღალატიათ და უმრავლესობის ლიდერები ქვეყანაში მშვოდობის შენარჩუნებისთვის ისჯებიან.