31 დეკემბერი, უწყვეტი პროტესტის 34-ე დღე და დემონსტრაციის საბოლოო შეკრების უცვლელი ადგილი -მოქალაქეები, რომლებიც თვეზე მეტია ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, პროტესტს არც ამჯერად წყვეტენ და 2025 წელს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეხვდებიან. გუშინდელი ღამის შემდეგ მოქალაქეებმა აქცია დღეს დილის 11 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო მარათონით განაახლეს. უკვე საღამოს 9 საათიდან სხვადასხვა ლოკაციაზე , მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და გლდანის ციხესთან დაგეგმილია საპროტეტო აქცია-მსვლელობები. 28 ნოემბერის შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის გადაწყვეეტილება მიიღო, მოქალაქეები პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ. დემონსტრანტები ახალი არჩევნების დანიშვნას, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პატიმრის გათავისუფლებასა და ქვეყანის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას ითხოვს.