2024 წლის ჯანდაცვის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე - დღეს სპეციალურ ბრიფინგზე უწყების მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, დაგეგმილია პროგრამების გაფართოება, კლინიკური ინფრასტრუქტურის განვითარება და იმ ახალი ინიციატივების განხორციელება, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მომავალ წელს დაიწყება პროგრამა, რომელიც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეების მკურნალობას მთელი ქვეყნის მასშტაბით დააფინანსებს. როგორც უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, სამინისტრო გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებს შეისყიდის. გარდა ამისა, მიხეილ სარჯველაძე აშშ-გან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისთვის , დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარების შეწყვეტასაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობები დარეგულირდება და საქართველოში სასარგებლო პროექტები განხორციელდება.