პროტესტის 35-ე დღე - საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები ისევ შეიკრიბნენ. შეკრებილების მოთხოვნა უცვლელია - ისინი საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. როგორც შეკრებილები ამბობენ, ახალი წლის მიუხედავად პროტესტი უნდა გაგრძელდეს, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი დასაცავია. აქციის მონაწილეების თქმით, ვიდრე ხელისუფლება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს და დაკავებულებს არ გაათავისუფლებს, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ.