2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასი იზრდება. ამ მიმართულებით, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები ძალაში შევიდა. პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები იყო ფიქსირებული, კონკრეტული რიცხვებით წარმოდგენილი და საპარლამენტო თანამდებობების შესაბამისად, 8 250 – 10 000 ლარის ფარგლებში განისაზღვრებოდა. განხილვის პროცესში პროექტი რამდენჯერმე დაკორექტირდა და დეპუტატთა გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, იმ კოეფიციენტებში აისახა, რომელიც “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით არის დადგენილი. სადეპუტატო ხელფასები კანონით განსაზღვრული კოეფიციენტების მაქსიმალური ზღვარის ფარგლებში დადგინდა.