ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში დღეს MEGOBARI Act-ის განხილვა გაგრძელდება. კონგრესის ახალი შემადგენლობა საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს. მედიაში არსებული ინფორმაციით, მეგობარი აქტის ავტორის, რესპუბლიკელი კონგრესმენის - ჯო უილოსნის პრესკონფერენციაც გაიმართება. უილსონი ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა. მისი აზრით, ამერიკული საქნციები უნდა შეეხოს ყველა იმ ადამიანს, რომელიც მისი შეფასებით, საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის. ჯო ულსონი ტრამპის ადმინისტრაციის ახლო გარემოცვის წევრად მოიაზრება. ჰელსინკის კომისიის განცხადებით, MEGOBARI Act არის დოკუმენტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენებს. კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც ინდივიდუალურ სანქციებს, ასევე საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.