უწყვეტი პროტესტის 35 დღე - მომიტინგეები ბედობა დღეს კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. შეკრების მიზანი უცვლელია. პროტესტის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. ოპოზიციისთვის ეს პროცესი სახელმწიფოს გადარჩენის ტოლფასია… ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საბოლოო მიზნის მიღწევამდე პროტესტი არ შეჩერდება.