რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 22 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ათი დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, ოთხ-ოთხი ორიოლისა და როსტოვის ოლქების თავზე, ორი ბელგოროდის რეგიონში და თითო ვოლგოგრადისა და ლიპეცკის ოლქებში. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, თავდასხმა განხორციელდა სოფელ იასნიე ზორიზე, სადაც ადგილობრივი მცხოვრები დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.