პროტსტის 37-ე დღე გუშინ გვიან ღამით, პარლამენტთან მშვიდ ვითარებაში დამთავრდა. მოქალაქეები ახალი წლის დღეების მიუხედავად, ოჯახთან ყოფნას აქციაზე დგომას ამჯობინებენ. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პატიმარი. აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის წევრები საუბარს არ წყვეტენ. მთავრობის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ბრძოლის ველმა პარლამენტის შენობიდან პარლამენტის წინ თბილისის მთავარ გამზირზე გადაინაცვლა. მათი თქმით, აქციებია ის, რაც ქართველ ხალხს გამარჯვებას მოუტანს.