აშშ-ის 119-ე მოწვევის კონგრესში კვლავ წარადგინეს “MEGOBARI აქტი”, რომელიც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. ამერიკული გამოცემა The Hill-ი წერს, რომ მეგობარი აქტი კონგრესში რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა წარადგინეს. კონგრესმენების თქმთ, დოკუმენტი ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. მათივე განმარტებით, აღნიშნული კანონმდებლობის წარდგენა ახალ კონგრესში ორპარტიული თანამშრომლობის "ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო მაგალითია". როგორც სტატიაშია ნათქვამი, დემოკრატმა სტივ კოენმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის ელის კანონმდებლობის მიღებას, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს “ქართული ოცნების” საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობად აღიარებას. მანამდე, 28 დეკემბერს რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში მეგობარი აქტის წარდგენის შესახებ დაწერა და მას ქართული კოშმარის არაღიარების აქტი უწოდა.