დასავლეთიდან კომენტარები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე კვლავ ისმის. დემოკრატი კონგრსმენი გერი კონოლი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს მიესალმებიან. მთავრობის წევრები ტრამპის ინაუგურაციას ელოდებიან, ქართული ოცნების ლიდერები მიიჩნევენ, რომ ამერიკა ტრამპის მოსვლის შემდეგ მოქმედებების კურსს შეიცვლის. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. მათ მიაჩნიათ, რომ დასავლეთის მხრიდან სანქციები გაგრძელდება და ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორები საქართველოს ევროინტეგრაციას ყველანაირად შეუწყობენ ხელს.