აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დაშვებული დროშების ფონზე ჩატარების შესახებ აღარ გადაიხედება. თეთრ სახლში განმარტეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალებას უკავშირდება. აშშ-ში სახელმწიფო დროშები 9 იანვრის შემდეგ, რომელიც გლოვის დღედ არის გამოცხადებული, ტრადიციისამებრ, 30 დღის განმავლობაში იქნება დაშვებული. აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდება.