რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ხელახლა აირჩიეს. კონგრესმენი მაიკ ჯონსონი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - სპიკერად ხელახლა კენჭისყრის პირველ რაუნდში მცირედი სხვაობით აირჩიეს. მან კონგრესმენების 218 ხმა მოაგროვა, მაშინ როდესაც დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰაკიმ ჯეფრისმა 215 ხმა მიიღო. ჯონსონს ხმას თავდაპირველად რესპუბლიკური პარტიის სამი წარმომადგენელი არ აძლევდა. თუმცა ნორმანმა და სელფმა ჯონსონთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ მას დაუჭირეს მხარი.