აშშ-ს ზამთრის შტორმი „ბლერი“ უახლოვდება, რომელიც ორშაბათამდე გაგრძელდება. თოვლის, ძლიერი ყინვისა და ცუდი ხილვადობის გამო, სინოპტიკოსების თქმით, ახალი წლის პირველი თვე აშშ-ის 40 შტატში 250 მილიონი ადამიანისთვის რთული იქნება. სინოპტიკოსების თქმით, უამინდობა პრობლემებს განსაკუთრებით კანზას-სიტის, სენტ-ლუისის და უიჩიტოს მოსახლეობას შეუქმნის საფრთხეს. კვირას ზამთრის შტორმი გავრცელდება უკვე აღმოსავლეთ ნაწილში დასავლეთ ვირჯინიამდე და ოკლაჰომამდე, რომელიც სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი კვირის დასაწყისში შესუსტდება, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ზოგიერთ ადგილას ის შეიძლება თვის მეორე ნახევრამდე გაგრძელდეს.