ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, ახალი შემადგენლობით ფიცი დადო და მუშაობა განაახლა. საქართველო კი კვლავ აშშ-ს ყურადღების არეალში რჩება . ოფიციალურმა ვაშინგტონმა კონგრესის სხდომაზე დღისწესრიგში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები დააყენა. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა დემოკრატ სტივ კოენთან ერთად, თავისი თანაავტორობით ინიცირებული “მეგობარი” აქტი თავიდან წარადგინა. დოკუმენტი ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.