სანქტ-პეტერბურგის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა, ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოსკოვის დროით დაახლოებით 8 საათიდან სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტში დროებითი შეზღუდვები დაწესდა“. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს ფრენების შეჩერების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა ოლქში 16 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.