ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სამოქმედო გეგმას განიხილავენ. ისინი მთავარ აქცენტს კვლავ საპროტესტო მსვლელობებსა და აქციებზე აკეთებენ. მთავრობის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ თუ პროტესტის მუხტი არ ჩაქრება, ე.წ. „თვითმარქვია“ მთავრობა დათმობებზე აუცილებლად წავა. ოპოზიციის მტკიცებით, ისინი კვლავაც მზად არიან, პროტესტის მიზნების მისაღწევად, მათი მხრიდან ყველაფერი გააკეთონ. მათი მტკიცებით, ქვეყანაში კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსვლა მხოლოდ ხელახალი არჩევნებითა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერითაა შესაძლებელი.