საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და თანამშრომლებს შრომის ანაზღაურება გაეზარდათ. 2024 წლის 30 დეკემბრის №363 განკარგულებით ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი 12 410 ლარით განისაზღვრა. მოადგილის - 11 534 ლარი იქნება, მდივნის - 11 388 ლარი, კომისიის წევრების კი 9 928 ლარი. მთლიანობაში ცესკოს წევრების და ხელმძღვანელობის ხელფასში ყოველთვიურად 134 612 ლარი დაიხარჯება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელფასების ზრდის ფონზე უწყებას ოპოზიციური პარტიები უნდობლობას კიდევ ერთხელ უცხადებენ და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.