ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. „განუზომელია მისი უწმინდესობის ღვაწლი ქართული საზოგადოების სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში“ - ნათვქამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პატრიარქს იუბილეს ულოცავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სამთავრობო გუნდის სხვა წევრებიც.