სირიაში საერთაშორისო ფრენები მომავალი კვირიდან განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ავრცელებს. სირიის სამოქალაქო ავიაციისა და საჰაერო ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელ აშად ალ-სალიბის განცხადებით, დამასკოს აეროპორტში საერთაშორისო ფრენები სამშაბათიდან განახლდება. მისი თქმით, პარტნიორების დახმარებით ალეპოსა და დამასკოს აეროპორტების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სირიაში შიდა ფრენები რამდენიმე დღის წინ განახლდა.