ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ორი დღის განმავლობაში, სულ მცირე, 150 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ხან იუნისსა და ქალაქ ღაზაში თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი გახდა. ადგილობრივები იუწყებიან, რომ ისრაელი ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ორ საავადმყოფოს ევაკუაციას აიძულებს. არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოში თავშესაფარს ეძებენ თანამშრომლები და პაციენტები მას შემდეგ, რაც ახლომდებარე კამალ ადვანის საავადმყოფო გასულ კვირას ისრაელის თავდასხმისას განადგურდა. გაერო-ში აცხადებენ, რომ ღაზაში 27 სამედიცინო დაწესებულებაზე ისრაელის 136 თავდასხმა დაფიქსირდა, რამაც მრავალი ადამიანის დაღუპვა და მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია.