იფიცება საქართველო" - 15 იანვარს, 15 საათზე, მასშტაბური საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გაფიცვის ორგანიზატორი მოძრაობა „პროტესტი 24“-ია. მათი განცხადებით, ბიზნესის ნაწილი 3 საათის განმავლობაში დროებით შეწყვეტს მუშაობას და ქუჩაში დადგება. სოციალურ ქსელში გამოყვენებულ განცხადებაში ნათქვამია რომ გამოსავალი დღეს მხოლოდ ახალ არჩევნებში და დაკავებულების გათავისუფლებაშია.