ხვალ, 5 იანვარს, თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება.
კერძოდ, 17:00 - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბებიან.
19:00 საათზე - აქცია გაიმართება პარლამენტთან.
19:00 საათზე - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოთხოვნით - „დღის ეთერი ხალხს!“
19:30 საათზეა დაგეგმილი “კაცების შოუს” ფანების მარში რესპუბლიკის მოედანზე.
19:00-22:00 - პარლამენტთან (ნაძვის ხესთან) საჩუქრებისა შეგროვებისა და დარიგების ღონისძიება იქნება.
19:00-22:00 - მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად აქცია იქნება ბაზარი ორბელიანზე (ვეკუას 3ა)
22:00 საათზე, პარლამენტთან სამედიცინო ნიღბების აქცია იგეგმება.
რაც შეეხება რეგიონებს, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 17:00 საათზე, გაიმართება აქცია სახელწოდებით - "ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს!"
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, 19:00 საათზე - "სამშობლოს სამსახურში!"
ქუთაისში, მერიის წინ, 19:00 საათზე - "კი ევროპას, არა რუსეთს!"