აშშ-კონგრესში რესპუბლიკური პარტიის კონგრესმენმა ჯო უილსონმა „მეგობარი აქტი“ ხელახლა დააინიცირა. ამჯერად აქტი ქართული ოცნების თითოეული წევრისა და მათი ოჯახისწევრების დასანქცირებას გულისხმობს. უახლოეს დღეებში კოგრესში ამჯერად დემოკრატების კონგრესმენი სტივ კოინი ,,ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" დააინიცირებს. ქართულ ოპოზიციურ სპექტრში პარტნიორების ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაციით, პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების მისამართით სანქციების მორიგ პაკეტს უახლოეს პერიოდში გამოიყენებს. რადგან მათივე თქმით, ოფიციალურ ვაშინგტონში ქართული ოცნებისადმი დამოკიდებულება ორპარტიულია.