20 იანვარს აშშ-ში დაგეგმილ ინაუგურაციას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება. დონალდ ტრამპის ფიცის დადების ცერემონიაზე არაა მიწვეული საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი. ოთარ ზურაბიშვილის თქმით, შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება ნათელი დადასტურება იმისა რომ ისინი ,,ქართული ოცნების" ლეგიტიმაციასა და მათ მიერ არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს არ აღიარებენ. მისივე ინფორმაციით საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ინაუგურაციაზე მყოფ პარტნიორებს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს კიდევ ერთხელ გააცნობს.