უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციები დეცენტრალიზებულია და მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონში 39 დღეა უცვლელი მოთხოვნების გარშემო ერთიანდებიან. თვეზე მეტია უცვლელია შეკრების ადგილი და მიზეზი. დემონსტრანტები ხალახალი არჩევნების ჩანიშვნას, საქართველოს პროევროპულ კურსზე დაბრუნებასა და აქციების მიმდინარეობის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ. აცხადებენ რომ პროტესტი არ შეჩერდება და მანამ შეიკრიბებია, სანამ ,,ქართული ოცნება" დათმობაზე არ წავა.